ქართული ცეკვა სული ერისა

ვრცელი ტექსტი

24-25 მარტს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრისა და სამეგრელო ზემო-სვანეთის ქორეოგრაფთა კავშირის ორგანიზებით ჩატარდა რეზო ბულიას სახელობის ქორეოგრაფიული ხელოვნების ფესტივალი "ქართული ცეკვა სული ერისა", რომელიც 2017 წელს დაარსდა. ფესტივალის დამფუძნებელი და დირექტორი გახლავთ სამეგრელო ზემო-სვანეთის ქორეოგრაფთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს ქორეოგრაფიიის ამაგდარის ორდენოსანი ბნ. რომეო ბულია. ფესტივალი წელს მეორედ ჩატარდა და ორი დღე ანშლაგით მიმდინარეობდა, ფესტივალში მონაწილეობდა ქორეოგრაფიული ანსამბლები საქართველოს მასშტაბით. ღონისძებას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები: საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის პასუხსმგებელი მდივანი, ორგანიზაცია არტ-ფოლკის დაფუძნებელი ბნ. მურმან გამისონია. ქ. თბილისის ქორეოგრაფთა კავშირის საპატიო თავმჯდომარე, საქართველოს ქორეოგრათა კავშირის ბრწყინვალების ორდენოსანი ბნ. ალეკო ქართველიშვილი. საქართველოს ქორეოგრათა კავშირის ახალგაზრდული ლიგის თავმჯდომარე ბნ. უჩა ეზიეშვილი. საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის ქ. ფოთის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე, ქ. ფოთის ფოლკლორის ცენტრის მენეჯერი ბნ. გიგლა თურქია. ქ. ფოთის ქორეოგრაფიულ ანსამბლ ‘“ფაზისი“ს სამხატვრო ხელმძღვანელი ბნ. ახმედ ამბალია. სამეგრელო ზემო-სვანეთის ქორეოგრაფთა კავშირის თავმჯდომარე, საქართველოს ქორეოგრაფიის ბრწყინვალების ორდენსანი ბნ. თამაზ მოსია ასევე, ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენელი, ზუგდიდის მუნიცუპალიტეტის კულტურის სამსახურის უფროსის მოადგილე ქნ. მაია ჩიტაია. ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის დირექტორი ბნ. მანუჩარ სამუშია და მოადგილეები ქნ. ნინო მამფორია და ბნ. ლაშა თოდუა. ფესტივალის ბოლოს, დასკვნით ნაწილში მონაწილეები დაჯილდოვდნენ დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით.

node-view

AddToAny

Share