ჩხორიას მოყვარულთა თეატრის სპექტაკლი "კუკარაჩა"

ვრცელი ტექსტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ,,ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის " ჩხორიის სამოყვარულო თეატრში, მიმდინარე წლის 15 თებერვალს, განმეორებით ნაჩვენები იქნა ნოდარ დუმბაძის ერთმოქმედებიანი სპექტაკლი ,,კუკარაჩა“. სპექტაკლს ესწრებოდნენ ,, ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის" დირექტორი ბატონი მანუჩარ სამუშია ,ხელოვნების ცენტრის იურიდიული განყოფილების უფროსი ბატონი ნიკოლოზ ფიფია, საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობის განყოფილების სპეციალისტი ბატონი ნიკოლოზ მაქაცარია. ჩხორიის ,ზედაეწერისა და ტყაიის საჯარო სკოლების პედაგოგები და მოსწავლეები. ჩხორიის სცენისმოყვარულთა სცენაზე კიდევ ერთხელ გაცოცხლდა ნოდარ დუმბაძის გმირები, საინტერესო სახეები შექმნეს მოყვარულმა მსახიობებმა: სვეტლანა ფუტკარაძემ, ვალიდა გურჩიანმა, ბეჟან შენგელიამ, ირაკლი ხვიჩავამ, ილია სოსელიამ. თეატრთან შექმნილი თეატრალური ჯგუფის წევრებმა, ჩხორიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა: ოთარ მილდიანმა, ანანო ხარებავამ, ნინ ი გაბუნიამ, გიგი გაბუნიამ, დიმიტრი გაბუნიამ, ირაკლი ფიფიამ, მარი შორთიშვილმა, და სალომე ღვინჯილიამ. როგორც დასის ხელმძღვანელმა - ბატონმა რეზო ჯოჯუამ გვითხრა, ,,აღნიშნული ღონისძიების უმთავრესი მიზანი იყო ზონის საჯარო სკოლების მოსწავლე-ახალგაზრდობა შორის მეგობრული ურთიერთობის განმტკიცება ,თეატრალური ხელოვნების განვითარება, ყოველგვარი ნეგატიურის ხელოვნებით ჩანაცვლება" . სპექტაკლი გულთბილად მიიღო მაყურებელმა, რომელიც მომავალი პრემიერის მოილოდინშია.

node-view

AddToAny

Share