"შემოდგომის მოტივები" 2017 წ.

ვრცელი ტექსტი

25 ოქტომბერს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრ "ოდიშის" ორგანიზებით ადმინისტრაციული ერთეულების ინგირის, ანაკლიის, ახალაბასთუმნის, ზედაეწერის, ახალკახათისა და ორსანტიის საჯარო სკოლების ბაზაზე არსებულმა შემოქმედებითმა კოლექტივებმა მონაწილეობა მიიღეს პროექტში,,შემოდგომის მოტივები"(პროექტის ავტორი კულტურის ცენტრ ,,ოდიში"ს კოორდინატორი ლანა ჭანტურია) ღონისძიება მიზნად ისახავდა მომავალი თაობისთვის სხვადასხვა კუთხეების ტრადიციების და ადათ-წესების გაცნობას. აქვე ნიჭიერ და ხელოვან ხალხს შეეძლო წარმოეჩინა საკუთარი შესაძლებლობები. მონაწილეებმა საქართველოს კუთხეებისთვის დამახასიათებელი კერძები, ფოლკლორული სიმღერები და ცეკვები წარმოადგინეს. ღონისძიებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ქალაქ ზუგდიდის მერიის განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის სამსახურის უფროსები მაია ჩიტაია და ზამირა ღადუა ესწრებოდნენ და ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებიც.

node-view

AddToAny

Share