ახალი სასწავლო წელი 2017

ვრცელი ტექსტი

5 ოქტომბერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრმა "ოდიში" ახალი სასწავლო წლის დაწყება და პედაგოგების პროფესიულ დღე მიულოცა მაყურებელს. კონცერტში მონაწილეობდა კულტურის ცენტრის შემოქმედებითი კოლექტივები. კოლტურის ცენტრის ხელმძღვანელმა ქნ.ნინო მამფორიამ, ქორეოგრაფთა კავშირის თავმჯდომარემ თამაზ მოსიამ და ქორეოგრაფთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილემ რომეო ბულიამ, ღონისძიებაზე "ხელოვნების მოამაგის" წოდება მიანიჭეს ღვაწლმოსილ, ყველასათვის საყვარელ, უხუცეს ხელოვანს - ბატონ კაპიტონ დადიანს. ვულოცავთ ბატონ კაპიტონს ჯილდოს და ვუსურვებთ დიდიხნის სიცოცხლესა და მხნეობას! ასევე ყველა მონაწილესა და პედაგოგს ვულოცავთ და ვუსურვებთ წარმატებულ და ნაყოფიერ წელიწადს.

node-view

AddToAny

Share