საზაფხულო საზეიმო კონცერტი 2017

ვრცელი ტექსტი

19 ივლისს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრმა ოდიშმა გამართა საზაფხულო საზეიმო კონცერტი, ამით კულტურის ცენტრმა დახურა სამუშაო სეზონი. კონცერტზე მონაწილეობდნენ კულტურის ცენტრ "ოდიშის"ქორეოგრაფიული ანსამბლი "ცისკარი" (სამხატვრო ხელმძღვანელი რომეო ბულია, ქორეოგრაფი: მაკა გვიჩია), კულტურის ცენტრ "ოდიშის" ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლ "ოდოიას" ტრიო, კულტურის ცენტრ "ოდიშის" ვოკალური ჯგუფი სოფელ ორსანტიის სკოლის ბაზაზე, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ანსამბლ "გინცის" სოლისტები: თამუნა ლილუაშვილი, ანი კუხალეიშვილი და მარიამ გოგუა, დრამერი ლუკა ფარცვანია, ინდივიდუალური შემსრულებლები: ვახო გოგილავა, ლაშა თოდუა , ნია კვარაცხელია და თიკო თოდუა. სტუმარი აფახეთიდან გიორგი კერესელიძე. კულტურის ცენტრი "ოდიში" მადლობას უხდის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და ქალაქ ზუგდისის მერიას მხარდჭერისათვის. კონცერტი საზეიმო ფეიერვერკით დაიხურა.

node-view

AddToAny

Share