„ანაკლიობა 2017“

ვრცელი ტექსტი

ანაკლიში პირველი ბიზნეს ფესტივალი „ანაკლიობა 2017“ გაიხსნა. ფესტივალი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლაშა გოგიამ და USAID-ის მისიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ტომას მორისმა გახსნეს. გახსნის ცერემონიალს დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები, ბიზნესმენები და ადგილობრივები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე მონაწილეობა მიიღო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრ "ოდიშის" შემოქმედებითმა კოლექტივებმა - ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა : "ჩელა", ცისკარი, ვაჟთა ფოლკლორულმა ანსამბლმა "ოდოია", მუსიკალურმა ბენდმა "UNDER7". ანაკლიის ბიზნესფესტივალს საფუძველი წელს ჩაეყარა და ამიერიდან ის ყოველწლიურად გაიმართება.

node-view

AddToAny

Share