1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე!

ვრცელი ტექსტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებითა და კულტურის ცენტრ ,,ოდიში“-ს მხარდაჭერით, კულტურის ცენტრ "ოდიშის" მიმდებარე ტერიტორიაზე, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღნილი შოუ პროგორამა და საზეიმო კონცერტი გაიმართა. კონცერტში მონაწილეობდნენ კულტურის ცენტრ "ოდიშის" შემოქმედებითი კოლექტივები, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის სტუდია "რიბირაბოს" აღსაზრდელები და სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა აღსაზრდელები. ბავშვებმა ასფალტზე ხატვაშიც მიიღეს მონაწილეობა და იქვე განთავსებულ საბავშვო ატრაქციონებზეც გაერთნენ. ღონისძიების დასასრულს მუნიციპალიტეტის გამგეობისგან ბავშვებს ზღაპრის წიგნები და უამრავი ნაყინი საჩუქრად დაურიგდათ.

node-view

AddToAny

Share