ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრი

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი „ოდიში“ შეიქმნა 2008 წლის 2 აპრილს,( ცენტრის  დირექტორი 2008 წლიდან 2017წლამდე ნინო მამფორია ,ხოლო 2018 წლიდან უკვე ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრი- დირექტორი მანუჩარ სამუშია) დღიდან დაარსებისა ცენტრი აწარმოებს შემოქმედებით მუშაობას. ატარებს სხვადასხვა კონკურს-ფესტივალებს, კვირეულებს, გამოფენებს, შეხვედრებს, საღამოებს, ექსპედიციებს, კონცერტებს, ანხორციელებს საინტერესო პროექტებს და ა.შ.ცენტრში გაერთიანებულია პროფესიონალური ანსამბლები და სხვადასხვა შემოქმედებითი წრეები:

კულტურის ცენტრში  დღეისათვის ფუნქციონირებს:

სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი „ჩელა“

უხუცესთა ფოლკლორული ანსამბლი “ოდოია”

ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი “ოდოია”

ქორეოგრაფიული ანსამბლი “ჩელა” (უფროსი თაობა)

ქორეოგრაფიული ანსამბლი “ჩელა”   (უმცროსი თაობა)

მუსიკალური ბენდი “under-7”

მუსიკალური ბენდი “mix”

ბავშვთა სახელმწიფო ანსამბლი “ცისკარი”

ქორეოგრაფიული ანსამბლები: „სიჭაბუკე“, „ფენიქსი“, „თუთარჩელა“ , „ენგური“,  “იმერი”

პანტომიმის ახალგაზრდული დასი

ბალეტის კლასი

ხალხური საკრავების შემსწავლელი წრე

ბიჭუნათა ფოლკლორული ანსამბლი “ოდოია”

ვოკალური ანსამბლი “ენკი-ბენკი”

მედოლეთა ჯგუფი  (ორსანტიის სკოლის ბაზაზე)

ფოლკლორული ანსამბლი “ჯეგეთა” (ცაიშის სკოლის ბაზაზე)

ვოკალური ჯგუფი (შამგონის სკოლის ბაზაზე)

ვოკალურ-საკრავიერი ჯგუფი (ზედაეწერის სკოლის ბაზაზე)

ფოლკლორული ჯგუფი (აბასთუმანის სკოლის ბაზაზე)

ხალხური სიმღერისა და გალობის შემსწავლელი წრე (ანაკლიის სკოლის ბაზაზე)

ფოლკლორული ანსამბლი (კოკის სკოლის ბაზაზე)

ქორეოგრაფიული ანსამბლი “ყილოშტყებამეფი” (კახათის სკოლის ბაზაზე)

ხალხურ საკრავთა შემსწავლელი წრე  

ფოლკლორული ანსამბლი ,,ოდაბადე"